четверг, 9 апреля 2015 г.

დღე მეშვიდე

 ვფიქრობ  დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რადგანაც მოვახერხე კავშირებისა და უკუკავშირების დამყარება, კერძოდ სამ ამხანაგს დავუწერე 3, 2 , 1 ფორმა და გავიგე რომ საჭირო  ყოფილა დაფიქრებულად, წინასწარ შედეგის განსაზღვრით სავარაუდო პროექტის ნიმუშის შექმნა, რადგანაც ყოფილა საკითხები, რომელიც მე ვერ შევნიშნე და ასევე მნიშვნელოვანი ყოფილა ამხანაგის აზრისა და რჩევის გაზიარება ,გათვალისწინება.
     ასევე ბევრი დეტალური საკითხის შესწავლა მიხდება ყოველ მეცადინეობაზე ტექნოლოგიის გამოყენების თვალსაზრისით. დღეს კიდევ ერთი- ნიმუშის შექმნა pover-Point-ში , მასზე დართული დიაგრამებისა და სურათების დამატება შევძელი.

    მადლობა გვანცა ასეთი მოთმენით მუშაობის გაწევისათვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий