დღეს საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო , რადგანაც შევძელი ბევრი საკითხი განმეხილა. კერძოდ, ვისწავლე როგორ დავიცვა საავტორო უფლებები, როგორ შევაფასო ჩემი ნაშრომი, და შევადარე ჩემი შეფასებების რუბრიკა სტანდარტებსა და მიზნებთან. ვისწავლე power Point-ში პროექტის ატვირთვა, გავეცანი უკუკავშირის მნიშვნელობასა და თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი პროექტის მომზადების პროცესში, პროექტი ავტვირთე googldrive-ში და
ხათო, ზუსტად გადმოსცემ განვლილ 4 საათს თუმცა არ ჩანს პირადი მოსაზრება ამ ყველაფერზე. გთხოვ რეფლექსიის წერისას გამოიყენო შეწმდეგი სიტყვები: მე ვფიქრობ..., მე მაინტერესებს...., სცადე, აუცილებლად გამოგივა :-)
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა გვანცა, შევეცდები გავითვალისწინო შენიშვნები და ისე დავწერო შემდეგი რეფლექსია, როგორც მომეთხოვება.
ОтветитьУдалить1)ხათუ ,როგორ გამოიყენებენ პრაქტიკულ სიტუაციებში ამ ყოველივეს,?
ОтветитьУдалить2) პროექტის არჩევის დროს , გაითვალისწინე თუ არა კლასის დონე?
3) როგორ გახვალ შედეგზე?
ხომ არ აჯობებდა ხათუ ,უფრო დაქუცმაცებულად, მიგეწოდებინა მოსწავლეებისთვის ეს მასალა,რადგან მეხუთე კლასელებისთვის ჩემი აზრით ძალიან რთულია
ОтветитьУдалитьძალიან მომეწონა შენი პროექტი,კარგადაა გაწერილი კველა მიზანი, უნარ-ჩვევები და სტანდარტები შესაბამისობაშია მიზანთან'
ОтветитьУдалить3.3 გაითვალისწინე თუ არა პროექტზე მუშაობისას მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები?
ОтветитьУдалить3.2 ამ პროექტზე მუშაობისას მიღებულ ცოდნას სად როგორ გამოიყენებენ მოსწავლეები?
3.1 21-საუკუნის უნარ- ჩვევებიდან რომლის განვითარებას შეუწყობს ხელს ეს პროექტი?
2.2 ხომ არ აჯობებდა წილადების შესახებ მიღებული ცოდნა დაგეკავშირებინა პროცენტის გამოთვლასთან?
2.1 წილადების მეშვეობით კიდევ რა სახის რიცხვების შესწავლაა შესაძლებელი?
1.1ხათუ ძალიან მომეწონა შენი პროექტი. პროექტზე მუშაობის პროცესი ხელს შეუწყობს თემის ღრმად და საფუძვლიანად შესწავლას. წილადების კარგად ცოდნა გაადვილებს მათემატიკის შესწავლას.
ლალი და ნანო, კარგი შეკითხვები დაგისმიათ. შევეცდები გაგცეთ პასუხი: პრაქტიკაში მიღებული გამოცდილება და მეთოდი დამეხმარება უფრო მარტივი გზებით მასალის, კერძოდ, წილადების ასახსნელად და რა თქმა უნდა ვითვალისწინებ მოსწავლეთა ასაკს, მათ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს , და შედეგზე გასასვლელად დამეხმარება მეთოდი-სწავლა კეთებით. ასევე თემა დაქუცმაცებული მაქვს და ყოველი მოსწავლე ან ჯგუფი თავისი შესაძლებლობის შესაბამის დავალებას შეასრულებს.
ОтветитьУдалитьნანო, ვფიქრობ ბავშვები პრაქტიკაში წილადების შესახებ ცოდნას გამოიყენებენ ხშირად.მაგალითად როცა მშობელი მათ შემოსავლის ნაწილს ჩუქნის, შეძლებს გაიგოს რა რაოდენობის შეხვდება მას. მომავალში კი საქმიანობის დასაწყებად გაიგებს რა წილის მოგებას მიიღბს.
21- საუკუნის უნარ-ჩვევებში ვფიქრობ განუვითარდეს მოსწავლეებს დამოუკიდებლად მუშაობის, ტექნოლოგიების გამოყენებას პროექტის მუშაობაში, ურთიერთ კავშირსა და ანალიზს.
ნანუ რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ: ვუხსენებ მოსწავლეებს ათწილადების შესახებ და გავაცნობ მის არსს.ასევე პროცენტებზეც მივცემ სამუშაოს და ავუხსნი, რომ პროცენტი იგივე წილადია 100 -ს მნიშვნელით.
შეფასებებისათვის კი უღრმესი მადლობა.