понедельник, 20 апреля 2015 г.

დღე მეცხრე

დღევანდელი დღე ტრენინგის ბოლო დღე იყო. აქედან გამომდინარე მოვახდინეთ მსმენელებმა ჩვენი ნამუშევრების შეჯამება- პრეზენტაცია. მივიღე შესაბამისი მითითებები შესწორებების გასაკეთებლად.  
  დიდი მადლობა ყველა დღისათვის პატივცემულო გვანცა ასეთი ნაყოფიერი  და მოთმინებითი სამუშაოსათვის.
   იმედი მაქვს მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ საგაკვეთილო თუ სასწავლო პროცესში.
        მადლობა ამ იდეის ავტორებსსსსს!.

суббота, 18 апреля 2015 г.

დღე მერვე

  როგორც ყველა დანარჩენი დღე მეცადინეობისა, ვფიქრობ დღევანდელი დღეც ნაყოფიერი იყო. ბევრი საკითხი გავარკვია და შევისწავლე, რაც დღემდე არ ვიცოდი და ხელს მიშლიდა სამუშაოს შესრულებაში.
    კერძოდ შევისწავლე ფასილიტატორის მნიშვნელობა და ხელშეწყობა მოსწავლისათვის. კიდევ ერთხელ საფუძვლიანად დავგეგმე ყველა დავალების შესრულების თანმიმდევრობა, ბლოგსა და drive-ში მისი ატვირთვა და ვფიქრობ უკვე შევძლებ შევასრულო დავალება  თუ წარმატებით არა, დამაკმაყოფილებლად მაინც.
    კარგად გავერკვიე ინტელის რესურსების განხილვა-გამოყენებაში და მათ მნიშვნელობაში პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროს. და ბოლოს, მივიღეთ დავალებად  ორი  პროექტის ავტორის შეფასება უნდა გავაკეთოთ როგორც კარგი კუთხით, ასევე ცუდი, მაგრამ რჩევის მიცემის კუთხით.

четверг, 9 апреля 2015 г.

დღე მეშვიდე

 ვფიქრობ  დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რადგანაც მოვახერხე კავშირებისა და უკუკავშირების დამყარება, კერძოდ სამ ამხანაგს დავუწერე 3, 2 , 1 ფორმა და გავიგე რომ საჭირო  ყოფილა დაფიქრებულად, წინასწარ შედეგის განსაზღვრით სავარაუდო პროექტის ნიმუშის შექმნა, რადგანაც ყოფილა საკითხები, რომელიც მე ვერ შევნიშნე და ასევე მნიშვნელოვანი ყოფილა ამხანაგის აზრისა და რჩევის გაზიარება ,გათვალისწინება.
     ასევე ბევრი დეტალური საკითხის შესწავლა მიხდება ყოველ მეცადინეობაზე ტექნოლოგიის გამოყენების თვალსაზრისით. დღეს კიდევ ერთი- ნიმუშის შექმნა pover-Point-ში , მასზე დართული დიაგრამებისა და სურათების დამატება შევძელი.

    მადლობა გვანცა ასეთი მოთმენით მუშაობის გაწევისათვის.

среда, 8 апреля 2015 г.

დღე მეექვსე

  დღეს  საინტერესო დღე გვქონდა. კერძოდ,  მოვირგე მოსწავლის როლი, გავითავისე მათი შეხედულებები და სიძნელეები  მათზე დაკისრებული დავალებების შესრულების დროს.   ვფიქრობ, დღევანდელი მეცადინეობის შემდეგ უფრო გავაანალიზებ ცალკეულ დავალებებს და მათ  შესრულების  სიძნელეებს და მოსწავლის შეფასებების კრიტერიუმებშიც გავაკეთებ ცვლილებებს.

воскресенье, 5 апреля 2015 г.

დღე მეხუთე:

                 დღეს საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო , რადგანაც შევძელი ბევრი საკითხი განმეხილა. კერძოდ,  ვისწავლე როგორ დავიცვა საავტორო უფლებები, როგორ შევაფასო ჩემი ნაშრომი, და შევადარე ჩემი შეფასებების რუბრიკა სტანდარტებსა და მიზნებთან.  ვისწავლე power Point-ში პროექტის ატვირთვა,  გავეცანი  უკუკავშირის მნიშვნელობასა და თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი პროექტის მომზადების პროცესში, პროექტი ავტვირთე googldrive-ში და

суббота, 4 апреля 2015 г.

დღე-4

       განვიხილე  მიზნების გაწერა, განვიხილე   შეფასებების ხუთ მიზანი: კერძოდ
  • მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა
  • პროგრესის მონიტორინგი
  • ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა.
  დროში გაწერილ შეფასებების გეგმა:  1 პროექტის დაწყებამდე.  2. პროექტის მსვლელობაში და 3.პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ.
  დავიწყე პროეტის მომზადების პროცედურების განხილვა   და ეტაპების მიხედვით გავაკეთე პროექტის გაწერა  დეტალურად.   პარალელურად გავაკეთე პროექტის შექმნისათვის პროექტის შაბლონის საწყისი ნაწილების შევსება.   

суббота, 28 марта 2015 г.

დღე მეორე

                             
               დღეს, მიუხედავად იმისა რომ ვიყავი გადარბენის რეჟიმში, მაინც მოვახერხე მიმეღო საკმარისი  ცოდნა  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი სარგებლიანობის უსასრულობის,  მათი მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეებისათვის .       კერძოდ , გავეცანი სხვადასხვა პროექტებს, მათი მომზადების ეტაპებს და მიმართულებებს.   ასევე განვიხილეთ პუბლიკაციების, შაბლონების ფორმებს და  მომზადებას.   შევქმენი პორტფოლიო  და უფრო მეტი საინტერესოს შესწავლის იმედი მაქვს.ყველაფერს კი გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესებში და შევეცდები  უფრო ხალისიანი  და საინტერესო გავხადო საგნის სწავლება.